ავიაკატასტროფის გამო კუბაში ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა.
Boeing 737-201, რომელიც 1979 წელს იყო გამოშვებული, კუბის სახელმწიფო ავიაკომპანია Cubana de Aviacion-ს ეკუთვნოდა. ის ჰავანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავი შიდა ფრენას ასრულებდა. მგზავრთაგან 5 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.