weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი – ფოტოები

01:18 კვირა, 20 მაისი 2018

19 მაისს, დიდ ბრიტანეთში, უინძორის სასახლეში, წლის მთავარი ღონისძიება - პრინც ჰარისა და ამერიკელი მსახიობის, მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონია გაიმართა.

სასექსის ახალი ჰერცოგის და ჰერცოგინიას ჯვრისწერას, რომელიც წმინდა გიორგის ეკლესიაში ჩატარდა, ტელეეკრანებზე 1.9 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს, უინძორის სასახლესთან 100 000 ადამიანი იყო შეკრებილი, ცერემონიას კი 600 სტუმარი ესწრებოდა.

მეგან მარკლს ფრანგული მოდის სახლ Givenchy-ის პირველი ბრიტანელი კრეატიული დირექტორის, კლერ უეიტის მიერ შექმნილი კაბა ეცვა. ხუთმეტრიან ფატას თავზე 1932 წელს დამზადებული ბრილიანტებიანი გვირგვინი უმაგრებდა. პატარძალი საკურთხეველთან უელსის პრინცმა ჩარლზმა მიიყვანა, რადგან მსახიობის მამამ, ავადმყოფობის გამო, ქორწილში მისვლა ვერ შეძლო. ღონისძიებას მეგან მარკლის დედა ესწრებოდა.

მეგან მარკლი თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიაში შერეული რასის პირველი წარმომადგენელი და პირველი მსახიობია, რომელმაც პრინცზე იქორწინა. პრინცი ჰარი 33 წლისაა, მეგან მარკლი კი 36-ის. მსახიობისთვის ეს მეორე ქორწინებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]