weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ავსტრიაში 22 ჩეჩენი დააკავეს

17:39 კვირა, 05 თებერვალი 2017

ავსტრიაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის 22 მოქალაქე დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულებს შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ორგანიზებულ დანაშაულთან და რამდენიმე დაჯგუფების კონფლიქტში მონაწილეობდნენ. მინისტრის განმარტებით, დაკავებულები ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილები არ არიან.

ჩეჩნეთის მოქალაქეები ვენაში გუშინ დააკავეს. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, ერთ-ერთი რაიონის მცხოვრებლებმა ჩეჩნების ჯგუფის მოქმედება საეჭვოდ მიიჩნიეს და პოლიციას გამოუძახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ბრალდებულებმა განუცხადეს, რომ უბრალოდ სეირნობდნენ. ჩხრეკის დროს მათ პისტოლეტი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდათ.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ავსტრიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ, 16-ს კი თავშესაფარი უკვე მიღებული ჰქონდა.

მოგვიანებით, ავსტრიის შს მინისტრმა დაკავებას პოლიციისა და საზოგადოების თანამშრომლობის ნათელი მაგალითი უწოდა. მისივე თქმით, მსგავსი სიტუაცია დაუშვებელია, რადგან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მიიღონ ან უკვე მიღებული აქვთ ლტოლვილის სტატუსი, ბოროტად არ უნდა იყენებდნენ თავშესაფრის მიმცემი ქვეყნების სტუმართმოყვარეობას და არ უნდა არღვევდნენ მათ კანონებს.

 

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]