weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოლდოვიდან 5 რუსი დიპლომატი გააძევეს

13:44 სამშაბათი, 30 მაისი 2017
მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი

მოლდოვის მთავრობამ რუსეთის საელჩოს ხუთი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, მოლდოვის გადაწყვეტილება უხეში პროვოკაციაა, რომელსაც მკაცრ პასუხს გასცემენ.

„ეს არის დარტყმა იმ ძალებზე, პრეზიდენტ იგორ დოდონის ჩათვლით, რომლებიც რეალურად მხარს უჭერენ რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობებს ნორმალიზებასა და გაჯანსაღებას. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება პასუხი, რომელიც საკმაოდ მკაცრი იქნება. პასუხის ფორმასა და პარამეტრებზე ვიფიქრებთ“, - აღნიშნა კარასინმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.

5 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად ორშაბათს გამოაცხადეს და ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცეს. ცნობილია, რომ გაძევებულ დიპლომატებს შორის ერთ-ერთი სამხედრო ატაშეს თანაშემწეა, რომელსაც მოლდოვის სპეცსამსახურები პარლამენტის ყოფილი დეპუტატისგან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებაში ადანაშაულებენ.

მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა დიპლომატების გაძევების ფაქტს მთავრობის აღმაშფოთებელი საქციელი უწოდა. მას მიაჩნია, რომ პროევროპული კოალიცია, რომელიც მოლდოვას მართავს, მისი წარმატებებითა და მიღწევებით გაღიზიანებულია.

„კოალიციამ გადაწყვიტა წავიდეს პირდაპირ პროვოკაციებზე, რაც რუსეთისა და მოლდოვის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუარესების რისკს შეიცავს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსი დიპლომატები გააძევეს ესტონეთიდანაც. 26 მაისს ცნობილი გახდა, რომ ესტონეთის ხელისუფლებამ ქალაქ ნარვაში რუსეთის გენერალურ კონსულს დიმიტრი კაზენოვს და კონსულ ანდრეი სურგაევს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]