ჩარლზ მაკკვილანი - დუბლინი, ირლანდია: საგანგებო სთრით-არტის წინ მდგარი ქალი, რომელიც აბორტის აკრძალვის რეფერენდუმისთვის ემზადება.
ანტონინ ტუიე - კანი, საფრანგეთი: საერთაშორისო კინოფესტივალის წითელი ხალიჩა.
ერიკ ფეფერბერგი - პარიზი, საფრანგეთი: ტყვიის ნაკვალევი ვიტრინაში მას შემდეგ, რაც კაფეში დანით შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა, ხოლო ოთხი დაჭრა.
მათიას ჰანგსტი - ლიონი, საფრანგეთი: გრიზმანის მეორე გოლი ევროპა ლიგის ფინალურ შეხვედრაში.
თოლგა ბოზოღლუ - სტამბოლი, თურქეთი: რამადანის პირველი დღის აღნიშვნა თაქსიმის მოედნის მახლობლად არსებულ ქუჩაზე.
სედათ სუნა - ვანი, თურქეთი: ქურთი ბიჭუნები ფეხბურთს თამაშბენ სოფელ იოლმაჩაირის მახლობლად.
დუშან ვრანიჩი - ღაზა, პალესტინა: მედიკოსები ცრემლსადენი გაზით დაზიანებულ ბავშვებს მკურნალობენ.
აჰმად ალ-ბაშა - თაიზი, იემენი: ბიჭუნა ფეხს დგამს სისხლის კვალზე, რომელიც ქალაქის მეჩეთში შეიხ იმამის, მოჰამედ ალ-ზაბჰანის მკვლელობას მოჰყვა.
მარიო ტამა - ჰავაი: ვულკან კილაუეას ამოფრქვევა.
სტეფანი კიტი - ნიუ იორკი, აშშ: დევიდ ბოუის გარეგნობის მსგავსად ჩაცმული პერფორმერი მუსიკოსის კარიერისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ბრუკლინის მუზეუმში.