weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ლეხ ვალენსა პოლონეთის პარლამენტში მივიდა და შშმ პირებს მხარი დაუჭირა

18:06 ორშაბათი, 21 მაისი 2018
ლეხ ვალენსა პოლონეთის პარლამენტში მივიდა და შშმ პირებს მხარი დაუჭირა ფოტო © Czarek Sokolowski

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და ანტიკომუნისტური მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი ლეხ ვალენსა ქვეყნის პარლამენტში მივიდა და შშმ პირებისა და მათი მშობლების აქციას შეუერთდა.

უკვე ერთი თვეა სეიმში შშმ პირები აქციას მართავენ და სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების გაზრდას ითხოვენ. ლეხ ვალენსამ ახალგაზრდებისა და მათი მშობლების მიმართ სოლიდარობა გამოხატა და მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ გააკრიტიკა.

„თქვენ მე მომიხმეთ და მოვედი. მსურს ჩემი წვლილი შევიტანო თქვენს ბრძოლაში“, - ციტირებს რადიო თავისუფლება ლეხ ვალენსას განცხადებას.

მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ არჩევნებში 2015 წელს გაიმარჯვა და ღარიბ და დაუცველ ხალხს დახმარებას დაპირდა. პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სოციალური პოლიტიკის მინისტრი პროტესტანტებს შეხვდნენ, თუმცა უთხრეს, რომ სახელმწიფო თავს უფლებას ვერ მისცემს, მათი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

შშმ პირები, რომელთა ოჯახებიც სახელმწიფოსგან გარკვეულ დახმარებას იღებენ, ითხოვენ, რომ ფიზიოთერაპიის ხარჯების დასაფარად, თვეში დამატებით 500 ზლოტი (135 ევრო) დაუნიშნონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]