weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ესტონეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

15:24 სამშაბათი, 22 მაისი 2018

2018 წლის 1-ლი ივლისიდან ესტონეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამისთვის ხელისუფლება 13 მილიონ ევროს გამოყოფს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა უფასო იქნება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან ტალინში ავტობუსით, ტრამვაით და მატარებლით მგზავრობა უფასოა. თუმცა ამ შეღავათით მხოლოდ ქალაქის მცხოვრებლები სარგებლობენ.

რეგიონებში უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხარს დაახლოებით 30 % უჭერს. ბევრი შიშობს, რომ ფასის გაუქმება მომსახურების ხარისხზეც აისახება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]