weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინაში „ჯაველინები“ გამოსცადეს

16:29 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე იმყოფებოდა, სადაც ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის საბრძოლო მზადყოფნა შეამოწმა.

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 22 მაისს მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინები“ პირველად გამოსცადეს. პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისივე თქმით, ეს თავდაცვითი იარაღია და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ თუ რუსეთის ფედერაცია უკრაინელი სამხედროების პოზიციებს შეუტევს.

„ამერიკულმა ანტისატანკო კომპლექსმა მაღალი ეფექტურობა აჩვენა. მადლობას ვუხდით ამერიკელ პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და „ჯაველინების“ გადმოცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინამ „ჯაველინები“ მაისის დასაწყისში მიიღო. შეიარაღებაში, რომლის ღირებულება 47 მილიონი აშშ დოლარია, 210 რაკეტა და 35 გამშვები ბლოკი შედის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]