weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრა გააუქმა

22:59 ხუთშაბათი, 24 მაისი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრა, რომელიც 12 ივნისს, სინგაპურში უნდა გამართულიყო.

კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ მასთან შეხვედრა ძალიან სურდა, თუმცა, ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელ განცხადებებში გამოხატული სიძულვილის და აშკარა მტრობის გამო, შეუძლებლად მიიჩნევს დაგეგმილი შეხვედრის გამართვას.

„თქვენ საუბრობთ თქვენს ბირთვულ შესაძლებლობებზე, მაგრამ ჩვენი იმდენად მასობრივი და ძლიერია, რომ ღმერთს ვთხოვ, არასდროს იქნას გამოყენებული“, - წერს ტრამპი.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სხვა დროს შეხვდეს. მან კიმ ჩენ ინს მადლობა გადაუხადა ამერიკელი ტყვეების გათავისუფლებისთვის.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრის თაობაზე ცნობილი 2018 წლის მარტში გახდა.

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს აშშ-ის არცერთი მოქმედი პრეზიდენტი არ შეხვედრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]