weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დონალდ ტრამპმა 100 წლის წინ გასამართლებული აფრო-ამერიკელი მოკრივე შეიწყალა

18:35 პარასკევი, 25 მაისი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა აფრო-ამერიკელი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი ჯეკ ჯონსონი, რომელიც დაახლოებით 100 წლის წინ გაასამართლეს. ტრამპის თქმით, მოკრივისთვის გამოტანილი განაჩენი უსამართლო და დისკრიმინაციული იყო.

„ვფიქრობ, ძალიან სწორი ნაბიჯია იმ შეცდომის გამოსწორება, რომელიც ისტორიაში იქნა დაშვებული. პატივს ვცემთ ნამდვილად ლეგენდარულ მსოფლიო ჩემპიონს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, სადაც შეწყალების დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიას მსახიობი სილვესტერ სტალონეც ესწრებოდა. სწორედ ის იყო ჯონსონის შეწყალების ერთ-ერთი ინიციატორი.

ჯეკ ჯონსონი (1878-1946) ისტორიაში პირველი აფრო-ამერიკელი მოკრივე იყო, რომელიც მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 1913 წელს ის დამნაშავედ ცნეს „ამორალური მიზნებისთვის“ ქალთან ერთად საზღვრის გადაკვეთაში და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მის წინააღმდეგ ჩვენება იმ ქალმა მისცა, რომელსაც რამდენიმე წლით ადრე ხვდებოდა. მოკრივისთვის გამოტანილი განაჩენი დისკრიმინაციულად შეფასდა, რადგან, ქალი რომელიც მასთან იმყოფებოდა თეთრკანიანი იყო. ნაფიც მსაჯულთა კოლეგიაც თეთრკანიანი ამერიკელებისგან შედგებოდა. კითხვებს აჩენდა ის ფაქტიც, რომ ჯეკ ჯონსონმა საზღვარი იმ კანონის ამოქმედებამდე გადაკვეთა, რომლითაც გაასამართლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]