weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ირლანდიაში აბორტის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირეს

13:50 კვირა, 27 მაისი 2018

ირლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა 66.4 %-მა აბორტის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა. ქვეყანაში დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ ის დედის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. უკანონო აბორტი კი 14 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ლეო ვარადკარის შეფასებით, რეფერენდუმის შედეგები იმ ჩუმი რევოლუციის კულმინაციაა, რომელიც ირლანდიაში 20 წელია მიმდინარეობს.

„მოქალაქეებმა გასაგებად თქვეს, რომ თანამედროვე სახელმწიფოში თანამედროვე კონსტიტუცია სჭირდებათ“, - განაცხადა ირალანდიის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თავადაც აბორტის ლეგალიზაციას უჭერს მხარს.

ირლანდიის კონსტიტუციის მერვე შესწორების მიხედვით, რომელიც 1983 წელს ასევე რეფერენდუმის შედეგად გაკეთდა, ჩასახვის მომენტიდან ნაყოფს ისევე აქვს სიცოცხლის უფლება, როგორც თავად ორსულ ქალს.

რეფერენდუმის შედეგების შემდეგ, პარლამენტმა ახალი კანონი უნდა მიიღოს, რომლიც ქალებს, ყოველგვარი პირობის გარეშე, ორსულობის 12 კვირამდე აბორტის გაკეთების უფლებას მისცემს. 12 კვირის შემდეგ ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ლეგალური, თუ ის ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი კანონი ძალაში მიმდინარე წელსვე შევა.

მერვე შესწორების გაუქმების მოწინააღმდეგეებმა რეფერენდუმის შედეგებს ისტორიული შეცდომა უწოდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]