weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიგრანტი, რომელმაც პარიზში ბავშვი გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებს

14:44 ორშაბათი, 28 მაისი 2018

არალეგალი მალელი მიგრანტი მამუდუ გასამა, რომელმაც პარიზში 4 წლის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებს და მაშველად დაიწყებს მუშაობას.

მამუდუ გასამას, რომელიც მრავალსართულიან შენობაზე გარედან აცოცდა და ბავშვის გადარჩენა შეძლო, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში უმასპინძლა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუდუ გასამას შესახებ საზოგადოებამ მაშინ შეიტყო, როდესაც სოციალური ქსელების საშუალებით ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ სწრაფად ავიდა შენობის ფასადზე ახალგაზრდა მამაკაცი. სახლში მარტო მყოფი ბავშვი მე-4 სართულის აივანზე, გარედან იყო ჩამოკიდებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მამა პოლიციამ დააკავა, დედა კი ინციდენტის დროს საფრანგეთში არ იმყოფებოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]