weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნა ლონდონში გააპროტესტეს

00:12 პარასკევი, 14 აპრილი 2017

ლონდონში რუსეთის საელჩოსთან შეკრებილმა ასობით ადამიანმა პროტესტი გამოთქვა გავრცელებული ინფორმაციის გამო, რის მიხედვითაც ჩეჩნეთში ჰომოსექსუალ მამაკაცებს აწამებენ და კლავენ.

რუსული მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჩეჩნეთში ჰომოსექსუალ მამაკაცებს აკავებენ და სპეციალურ ბანაკებში მიჰყავთ. ამჟამად ასეთ ბანაკებში 100-მდე მამაკაცი იმყოფება, სულ მცირე სამი კი დაიღუპა.

12 აპრილს ლონდონში დემონსტრანტებმა მოითხოვეს ბანაკების დახურვა და რუსეთის საელჩოსთან ვარდისფერი ყვავილები მიიტანეს. ამავდროულად 70 ათასამდე ხელმოწერა მოაგროვა ონლაინ-პეტიციამ, რომლითაც მოითხოვენ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა „უკანონო დევნა-შევიწროვების“ სრულად გამოძიებას.

რუსულ გაზეთ „ნოვაია გაზეტაში“ 1 აპრილს დაბეჭდილ სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება ჰომოსექსუალებისაგან ჩეჩნეთის „მთლიანად გაწმენდას“ გეგმავს. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებას საპირველაპრილო ხუმრობა უწოდა, ხოლო ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალები არ არსებობენ და შესაბამისად, არც შეიძლება რომ იდევნებოდნენ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]