weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჰარვი ვაინშტაინს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება

13:33 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

პოლიციის მიერ დაკავებისა და 1 მილიარდი დოლარის გირაოთი გათავისუფლებიდან 5 დღის შემდეგ, ჰარვი ვაინშტაინის საქმეს მანჰეტენის სასამართლო სწავლობს. ამ დროისთვის პროცესი გაუპატიურების ორი ბრალდებისა (პირველი და მესამე ხარისხის) და კიდევ ერთი სხვა სექსუალური ხასიათის ქმედების გამო მიმდინარეობს. თუ სასამართლო ვაინშტაინის ბრალეულობას დაადგენს, მაშინ 66 წლის ოსკაროსან პროდიუსერს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება.

ამ მომენტისთვის სასამართლოში არსებული გაუპატიურების ორი ბრალდების მიხედვით, ძალადობის ერთი მსხვერპლი ლუსია ევანსია, რომლის თქმითაც, 2004 წელს გავლენიან ჰოლივუდელ პროდიუსერს მასთან ორალური სექსი ძალის გამოყენებით ჰქონდა, მეორე მსხვერპლი კი ანონიმურია, რომლის თქმითაც, ჰარვი ვაინშტაინმა იგი 2013 წლის მარტში, ნიუ იორკში მდებარე სასტუმროში (DoubleTree Metropolitan Hotel) გააუპატიურა.

ვაინშტაინის მიმართ არსებულ სხვა მრავალ მსგავს ბრალდებას ასევე იძიებს ლონდონისა და ლოს ანჯელესის პოლიცია. შეგახსენებთ, რომ კინოკომპანია Weinsteiin Company-სა და კინოსტუდია Miramax-ის დამფუძნებელს სულ ასამდე ქალი სდებს ბრალს სექსუალური ხასიათის შევიწროვებასა და ძალადობაში. რამდენიმე მათგანის (როუზ მაკგოუენი, აზია არჯენტო, პას დე ლა უერტა, ნატასია მალთე) თქმით კი, პროდიუსერმა ისინი გააუპატიურა.

ჰარვი ვაინშტაინის მორიგი მოსმენა 30 ივლისს გაიმართება.  

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]