„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ჰასიბუანი და მისი ქმარი, საკუთარი ტურისტული ფირმის საშუალებით თაღლითურ ქსემაში მონაწილეობდენ და ამ გზით 60 მილიონი დოლარი მოაგროვეს. როგორც ირკვევა, ისინი მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქში - მექაში მომლოცველთა ტურებს უკეთებდნენ ორგანიზებას, რომლებიც საბოლოოდ არ იმართებოდა, ფულს კი ითვისებდნენ.
სასამართლოს ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა 100 000-ზე მეტი კლიენტი მოატყუა. დიზაინერის ქმარს 20 წლიანი პატიმრობაა აქვს მისჯილი.
31 წლის ანიეზა ჰასიბუანი, რომლის დებიუტიც 2015 წელს შედგა, მაღალი მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსლიმი დიზაინერია. მის მოდელებს ლონდონში, სტამბოლსა და კანში აჩვენებდნენ.