weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დანიაში ბურკისა და ნიქაბის საჯაროდ ტარება აიკრძალება

19:11 პარასკევი, 01 ივნისი 2018

დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვას კრძალავს. კანონი ძალაში 1-ლი აგვისტოდან შევა.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, კანონი, რომელსაც კანონმდებელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, ეხება ბურკისა და ნიქაბის, ნიღბებისა და ხელოვნური წვერის ტარებას. კანონის დარღვევა პირველ ჯერზე 135 ევროთი დაჯარიმებას გამოიწვევს. განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხევაში კი ეს თანხა 1350 ევრომდე იზრდება და 6 თვემდე პატიმრობაც შეიძლება მოჰყვეს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ მიიჩნევს, რომ კანონი დისკრიმინაციულია და ქალთა უფლებებს არღვევს.

დანიის მსგავსი კანონი სხვა ევროპულ ქვეყნებშიც მოქმედებს. მათ შორის, საფრანგეთში მსგავსი აკრძალვა 2011 წელს მიიღეს, ავსტრიაში კი 2017 წელს. სახის დამფარველი ისლამური სამოსის საჯაროდ ტარებაზე შეზღუდვებია ბელგიაში, ბულგარეთსა და ნიდერლანდებშიც. 2017 წლის აპრილიდან გერმანიაში, სახელმწიფო მოხელეებს, სამხედრო მოსამსახურებს და არჩევითი ორგანოების თანამშრომლებს სამსახურში ნიქაბის ტარება ეკრძალებათ. აკრძალულია ნიღბით ან მუსლიმური თავსაბურავით ავტომანქანის მართვაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]