weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ებრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი, რომელიც ტრაქტორით ხალხში შევარდნას ცდილობდა

11:04 კვირა, 03 ივნისი 2018

ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, ებრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი მამაკაცი, რომელიც პალესტინის ქალაქ ჰებრონში ცდილობდა, ბულდოზერით შევარდნილიყო ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების ჯგუფში.

თავდამსხმელი 37 წლის მამაკაცი სახელად რამი ვაჰიდ საბარნე აღმოჩნდა. იგი ჰებრონში მშენებლობაზე მუშაობდა.

პალესტინელი უფლებათადამცველის, არეფ ჯაბერის თქმით, მუშა უბრალოდ გადაადგილდებოდა ბულდოზერით, როდესაც ებრაელმა ჯარისკაცებმა მას შეჩერება მოსთხოვეს, რაც მან ვერ გაიგო, საპასუხოდ კი ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.

აღნიშნული ინცინდენტის ფონი ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე დაძაბული ვითარებაა.

ჰებრონი იგივე ალ-ხალილი, სადაც 200 000 ადამიანი ცხოვრობს, პალესტინის უდიდესი ქალაქია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ისრაელის არმიის ჯარისკაცები იქ დაახლოებით 1000 ებრაელს იცავენ, რომლებიც ქალაქის ცენტრში ცხოვრობენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]