სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზოგიერთ რაიონამდე მისვლას ვერ ახერხებენ. სოფლები ფერფლით არის დაფარული. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
გვატემალის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
1974 წლის შემდეგ ეს ვულკანის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევაა.