weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ავღანეთში ტერაქტის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა, 350-ზე მეტი დაშავდა

15:57 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 350 კი დაიჭრა. ავტომანქანა, რომელშიც ბომბი იყო მოთავსებული, გერმანიის საელჩოს მახლობლად აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ქაბულის ე.წ. დიპლომატიურ კვარტალში აფეთქება დილის 08:25 საათზე მოხდა. ის იმდენად მძლავრი იყო, რომ ასობით მეტრის მოშორებით მდებარე შენობებიც კი დააზიანა. აფეთქების შედეგად დაიწვა ათობით ავტომანქანა.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად მათი თანამშრომელიც დაიღუპა. როგორც ადგილზე მყოფი კორესპონდენტი ამბობს, გაურკვეველია თუ როგორ მოხვდა დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანა დიპლომატიურ უბანში, სადაც გერმანიის საელჩოს გარდა სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებებიც მდებარეობენ. ასევე უცნობია წარმოადგენდა თუ არა გერმანიის საელჩო ტერორისტების სამიზნეს.

ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ ღანის განცხადებით, ის მკაცრად გმობს წმინდა რამადანის თევში მომხდარ ასეთ მხდლურ თავდასხმას, რომელსაც უდანაშაულო ხალხი ემსხვერპლა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველი სამხედროები არ არიან. აფეთქების დროს ისინი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]