weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვლადიმერ პუტინმა დონბასი ჩეჩნეთს შეადარა

11:35 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასის ომი ჩეჩნეთის ომს შეადარა და განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, კიევიც ისე უნდა მოიქცეს, როგორც მოსკოვი მოიქცა ჩეჩნეთთან მიმართებაში და სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭოს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, ავსტრიულ ტელეარხთან ინტერვიუს დროს, პუტინმა გამორიცხა ანექსირებული ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნების შესაძლებლობა. „ასეთი პირობები არ არსებობს და შეუძლებელია იყოს“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა 2014 წელს, დონბასში, „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგის“  ჩამოვარდნასთან დაკავშირებითაც და კიდევ ერთხელ უარყო საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნა, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავი რუსული არმიის კუთვნილი სარაკეტო დანადგარით, „ბუკით“ ჩამოაგდეს.

პუტინმა ასევე უარყო ბრალდებები, რომ მისი მმართველობის პერიოდში რუსეთი ავტორიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. „რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს და ყველა ვცხოვრობთ კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოებში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

5 ივნისიდან, ვენაში, ვლადიმერ პუტინი ავსტრიის მთავრობასთან შეხვედრებს გამართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]