weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საფრანგეთის სკოლებში მოსწავლეებს შესაძლოა სმარტფონების გამოყენება აეკრძალოთ

11:26 პარასკევი, 08 ივნისი 2018

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დაწყებით და საშუალო სკოლებში მოსწავლეებს მობილური ტელეფონებით სარგებლობას უკრძალავს.

"ბი ბი სის" ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს სენატი დაამტკიცებს, 15 წლამდე მოსწავლეებს სკოლის შენობაში და მის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონებით სარგებლობა აეკრძალებათ. სამუშაო დროს იგივე აკრძალვა ექნებათ მასწავლებლებსაც.

კანონპროექტის ინიციატორი განათლების სამინისტროა, რომელსაც მიაჩნია, რომ აკრძალვის შედეგად მოსწავლეები მეცადინეობას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ, გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს ინტერნეტში სკოლის მოსწავლეების ძალადობასა და პორნოგრაფიის გავრცელებასთან ბრძოლას.

კანონპროექტის მოწინააღმდეგები აცხადებენ, რომ ასეთი კანონის აღსრულება პრაქტიკულად შეუძლბელი იქნება და მას ხელისუფლების პიარსვლად აფასებენ. სკოლებში სმარტფონების აკრძალვა ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

საფრანგეთში 2016 წელს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, საკუთარი სმარტფონი 12-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეების 90%-ს აქვს. გაკვეთილების დროს მათი გამოყენება სკოლების ნაწილს შიდა რეგულაციებით უკვე აკრძალული აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]