weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ავსტრიაში მთავრობა 7 მეჩეთს დახურავს, რამდენიმე იმამს კი ქვეყნიდან გააძევებს

14:17 პარასკევი, 08 ივნისი 2018
ფოტოზე სებასტიან კურცი და ჰაინც კრისტიან შტრახე ფოტოზე სებასტიან კურცი და ჰაინც კრისტიან შტრახე

ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის განცხადებით, ქვეყანაში შვიდ მეჩეთს დახურავენ, რამდენიმე იმამს კი გააძევებენ. მთავრობის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ისლამისადა საზღვარგარეთიდან რელიგიური ჯგუფების დაფინანსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

სააგენტო Associated Press-ის ცნობით, მთავრობა ვენაში დახურავს თურქული ნაციონალისტური იდეების გამავრცელებელ მეჩეთს. გარდა ამისა, გააუქმებს „არაბული რელიგიური საზოგადოების“ მიერ მართულ ექვს მეჩეთს.

ავსტრიის კანონმდებლობა რელიგიურ თემებს საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბეტ კიკლმა განაცხადა, რომ გადაიხედება კავშირ ATIB-ის (კულტურული და სოციალური თანამშრომლობის თურქულ-ისლამური კავშირი) წევრი 40 იმამის ბინადრობის უფლება, ვინაიდან ისინი ამგვარი დაფინანსების მიღებაში არიან ეჭვმიტანილნი.

სებასტიან კურცი, რომელიც კონსერვატიული პარტიის ლიდერია, ქვეყნის სათავეში 2017 წლის დეკემბერში მოვიდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პარტია აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გაამკაცრებდა საიმიგრაციო კონტროლს, მოახდენდა იმ ადამიანების დეპორტაციას, რომლებსაც თავშესაფრის მიცემაზე სახელმწიფოსგან უარი ეთქვათ და მიიღებდა ზომებს რადიკალური ისლამის წინააღმდეგ. Associated Press -ის ცნობით, ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ დაწყებით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მუსლიმ გოგონებს თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ. ასეთი აკრძალვა უკვე დაწესებულია ბურკის ტარებაზე.

„ჩვენს ქვეყანაში არ არის პარალელური საზოგადოებების, პოლიტიკური ისლამის და რადიკალიზაციისკენ ტენდენციის ადგილი“, - უთხრა ჟურნალისტებს კურცმა.

ვიცე-კანცლერმა ჰაინც კრისტიან შტრახემ (თავისუფლების პარტია) აღნიშნა, რომ ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული პირველი და მნიშვნელოვნი ნაბიჯი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]