weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცნობილი შეფ-მზარეული და ტელეწამყვანი ენტონი ბურდენი გარდაიცვალა

17:55 პარასკევი, 08 ივნისი 2018

ცნობილი ამერიკელი შეფ-მზარეული და ტელეკომპანია СNN-ის სახე, ენტონი ბურდენი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი სტრასბურგში, სასტუმროს ნომერში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, საფრანგეთში ის საავტორო გადაცემის Anthony Bourdain: Parts Unknown მომზადებაზე მუშაობდა.

ცნობილმა მზარეულმა 2016 წელს გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდი საქართველოში ჩაწერა: „ძალიან სამწუხაროა ის, რომ თითქმის არაფერი იცით საქართველოზე – ქვეყანაზე და არა ამერიკის შტატზე. მას უნდა იცნობდეთ იმიტომ, რომ კარგი ქვეყანაა. იმიტომ, რომ საოცარი სამზარეულო აქვს. იმიტომ, რომ მშვენიერია და დედამიწის ყველაზე ლამაზ პეიზაჟებს ქმნის. ეს ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ისიც უნდა იცოდეთ, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში იყო და მოახერხა საშინელი და უსამართლო პერიოდისგან თავი დაეღწია. საკუთარი თავი დემოკრატიულ ქვეყანად ექცია. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს“, – ამბობდა ბურდენი.

2017 წელს, მთიან ყარაბაღში ჩასვლის გამო, ენტონი ბურდენი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ე.წ. შავ სიაში შეიყვანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]