აშშ-ის დელეგაცია და პრეზიდენტი ტრამპი სინგაპურში დღეს საღამოს ჩაფრინდებიან. ტრამპთან ერთად იქნებიან სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება იქნება.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ ისტორიაში პირველად ხვდებიან.