ფოტოზე, რომელიც მსვლელობაზე მისულმა ქართველმა აქტივისტმა რადიო „თავისუფლებას“ მიაწოდა, ამერიკელი ლგბტ თემის წევრები ჩანან საქართველოს ეროვნული დროშით ხელში. აქტივისტის თქმით, აღლუმის მონაწილეების მხრიდან ეს იყო მხარდაჭერის ნიშანი, რადგან საქართველოში ლგბტ ადამიანებს ასეთი ღონისძიებების ჩატარების საშუალება არ აქვთ.
ლგბტ თემის ყოველწლიური ღონისძიება აშშ-ში დედაქალაქიდან დაიწყო და ის ერთი თვის განმავლობაში სხვა შტატებსაც მოიცავს.
9 ივნისს ლგბტ თემის ათასობით მხარდამჭერმა მსგავსი მსვლელობები ასევე გამართა ევროპის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა - რომი, ათენი, ბუქარესტი, ვარშავა, რიგა და სხვა.