დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირისპირ, თარჯიმნებთან ერთად, შეხვდნენ. მოლაპარაკებები დაახლოებით 50 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც მათ ორი ქვეყნის დელეგაციის წევრები შეუერთდნენ.
„ჩვენ ბევრი რამ გავიგეთ ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნების შესახებ“, - განაცხადა ტრამპმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ჟურნალისტის შეკითხვას, რა გაიგო მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ კიმ ჩენ ინი ძალიან ნიჭიერი კაცია, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ იმისთვის, რომ შეხვედრა შემდგარიყო.
კიმ ჩენ ინსა და ტრამპს შორის შეხვედრა მარტში დაანონსდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.