weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აშშ-ის ვიზის გაცემის წესი რთულდება

15:37 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის ვიზის გაცემის წესს ამკაცრებს. ვიზის მიღების მსურველებს ახალი აპლიკაციის შევსება მოუწევთ, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 5 წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში გამოყენებული სახელები და 15 წლის დეტალური ბიოგრაფიული მონაცემები.

ახალი რეგულაციის თანახმად, საკონსულოების თანამშრომლებმა შესაძლოა მოითხოვონ წინა პასპორტების ნომრებიც, ელექტრონული ფოსტის მისამართები, დასაქმებისა და მოგზაურობის ისტორია. ამასთან, ასეთ მონაცემებს მაშინ მოითხოვენ, როდესაც ის აუცილებელია პიროვნების დასადგენად ან საჭიროა დამატებითი შემოწმება ეროვნული უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.

„როიტერის“ ინფორმაციით, კითხვებზე პასუხის გაცემა სავალდებულო არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი შესაბამის გრაფებს არ შეავსებს, ვიზის მიღება გაჭიანურდება ან ის საერთოდ არ გაიცემა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ეროვნული უსაფრთხოების გაზრდა და საზღვრების კონტროლის გამკაცრება იყო. მან 2017 წლის მარტში ხელი მოაწერა კიდეც ბრძანებას, რომელიც ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას უკრძალავდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მალევე ცნო დისკრიმინაციულად. 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]