„ეს გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით მივიღეთ, რათა მგზავრების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაგვეგდო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყანაში მეორე მოქმედი ვულკანია, რომელმაც გაიღვიძა. 1 კვირის წინ კი, ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის გამო, ქვეყანაში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა და რეგიონი კატასტროფის ზონად იქცა. ბოლო მონაცემებით, „ფუეგოს“ ამოფრქვევას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე დასახლება სრულიად განადგურებულია.