weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რუსეთში მამაკაცის საპენსიო ასაკი 5 წლით, ქალის კი 8 წლით იზრდება

14:16 შაბათი, 16 ივნისი 2018
ფოტოზე დიმიტრი მედვედევი ფოტოზე დიმიტრი მედვედევი

რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო დუმაში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საპენსიო ასაკის გაზრდას ითვალისწინებს. მამაკაცების საპენსიო ასაკი 60 წლის ნაცვლად 65 წელი იქნება, ხოლო ქალისა - 55 წლის ნაცვლად - 63.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყება და საპენსიო ასაკი ეტაპობრივად გაიზრდება. 65 წლის ასაკში მამაკაცები პენსიაზე 2028 წლიდან გავლენ, ქალების შემთხვევაში კი ცვლილება ძალაში 2034 წლიდან შევა.

რუსეთში  დღეს არსებული საპენსიო ასაკი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში დაადგინეს. მისი მომატების საკითხი წლების განმავლობაში განიხილებოდა, რასაც იმით ხსნიან, რომ გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა. გარდა ამისა, შეუძლებელია ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვი იკლებს, პენსიონერთა რაოდენობა კი პირიქით, იზრდება.

საქართველოში სახელმწიფო პენსია 65 წლის მამაკაცსა და 60 წლის ქალს ენიშნება. რიგ ქვეყნებში მამაკაცებისა და ქალებისთვის პენსიაზე გასასვლელად ერთი ასაკია დადგენილი.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]