„ბი ბი სის“ ინფორმაციით, კანადელებს შეეძლებათ საჯაროდ კანონიერად იქონიონ 30 გრამამდე მშრალი მარიხუანა. კვლავ არალეგალური იქნება 30 გრამზე მეტი მარიხუანას ქონა, მისი შეძენა არალიცენზირებული დილერისგან და ერთ შინამეურნეობაში ოთხ ძირზე მეტი მცენარის გაზრდა.
კანონის დარღვევისთვის მკაცრი სასჯელებია - არასრულწლოვნისთვის მარიხუანას მიყიდვა 14 წლამდე პატიმრობით დაისჯება. კრიტიკოსების განცხადებით, სანქციები ძალიან მკაცრი და არაპროპორციულია მსგავს, მაგალითად, არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლის მიყიდვაზე დაწესებულ სანქციებთან მიმართებაში.
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება: „ჩვენი შვილებისთვის ძალიან მარტივი იყო მარიხუანას მოპოვება, კრიმინალებისთვის კი მოგების მიღება. დღეს ამ ვითარებას ვცვლით“, - ამბობს ტრუდო, რომლის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება მარიხუანას ლეგალიზაცია იყო.
სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას გამოყენება კანადის კანონმდებლობით 2001 წლიდან ნებადართულია.