აღნიშნულის გარდა „ამაზონის“ დირექტორმა კიდევ ერთი ფინანსური რეკორდი დაამყარა – ის პირველი ადამიანია, რომლის აქტივებმაც $100 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა.
რაც შეეხება ბილ გეიტსს, რომელსაც ბოლო პერიოდში უმდიდრესი ადამიანის წოდებისთვის ბრძოლაში სისტემატიურად უწევს ჯეფ ბეზოსთან კონკურენცია, მას მკვეთრად ჩამორჩება – მისი ქონება $95 მილიარდით განისაზღვრა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია Microsoft-ის დამაარსებელი მრავალი წელია თანხების დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს.