weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ალჟირის მთავრობა სკოლის გამოცდების გამო ქვეყანაში ინტერნეტს თიშავს

13:55 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

ალჟირის მთავრობა სკოლის გამოსაშვები გამოცდების პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტს თიშავს. განათლების სამინისტროში იმედი აქვთ, რომ ამ გზით გამოცდებზე თაღლითობას თავიდან აიცილებენ.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, 20 ივნისიდან 25 ივნისამდე პერიოდში ინტერნეტი, მათ შორის მობილური კავშირი, გამოცდების დაწყებიდან ერთი საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშება. განათლების მინისტრის თქმით, Facebook-ი მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დაბლოკილი იქნება.

ინტერნეტის გათიშვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2016 წლის გამოცდების დროს და მათ დაწყებამდე, საგამოცდო საკითხების პასუხები ინტერნეტში გავრცელდა. გასულ წელს მთავრობამ მხოლოდ სოციალური ქსელები გათიშა, თუმცა ეს საკმარისი ზომა არ აღმოჩნდა.

25 ივლისამდე ალჟირში გამოცდებს დაახლოებით 700 000 სკოლის მოსწავლე ჩააბარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]