არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ, ერდოღანს 52.5 % აქვს, მის პარტიას კი 42.5 % (293 ადგილი მეჯლისში).
საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი მუჰარემ ინჯე, რომელმაც ხმების 30.6 % მიიღო. ხმების რაოდენობით მესამე ადგილზეა „ხალხთა მშვიდობის პარტიის“ კანდიდატი სელაჰატინ დემირტაში, რომელსაც 7.33% აქვს.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, 10%-იანი ბარიერი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ გარდა გადალახეს „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“, პროქურთულმა „სახალხო დემოკრატიული პარტიამ“, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ და „კარგმა პარტიამ“.