weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Facebook-მა ინტერნეტის გადამცემი დრონების დამზადება გადაიფიქრა

14:19 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

კომპანია Facebook-მა პროექტზე სახელწოდებით Aquila (ლათ: არწივი), რომელიც მზის ენერგიაზე მომუშავე დრონების საშუალებით ინტერნეტის უფასოდ დარიგებას გულისხმობდა, უარი განაცხადა.

პროექტი 2014 წელს დაანონსდა, როდესაც მსხვილი კომპანიები ერთმანეთს იმ საფრენი აპარატების წარმოებაში ეჯიბრებოდნენ, რომლებიც ინტერნეტის დარიგებას აპირებდნენ.

„ფეისბუქის“ გეგმით, ინტერნეტი 5 მილიარდ ადამიანს უნდა მიეღო.

„ფეისბუქი“თავდაპირველად დრონების დამზადებას დამოუკიდებლად გეგმავდა, განახორციელა რამდენიმე საცდელი გაშვებაც, თუმცა საბოლოოდ მან პროექტზე უარი განაცხადა. ამის შედეგად დიდ ბრიტანეთში Aquila-ს ოფისი დაიკეტა და 16 თანამშრომელი გათავისუფლდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]