სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, პრეზიდენტების შეხვედრა შედგება 11-12 ივლისის ნატო-ს სამიტის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობას ტრამპიც მიიღებს. ჰელსინკის შეხვედრამდე რუსეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალიც გაიმართება, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, პუტინიც დაესწრება.
ინფორმაცია რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედირის შესახებ ოთხშაბათს, მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოსკოვში დონალდ ტრამპის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ჩავიდა. თავად დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოხატა რუსეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილი.