თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. „ბი ბი სის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, თავდამსხმელი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც საკუთარ სახელსა და გვარს არ ამბობს. იმისთვის, რომ იდენტიფიცირებისთვის ანაბეჭდების აღების პროცესი გართულებულიყო, მან თითებიც დაიზიანა.
მომხდარს „ტვიტერში“ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. „ვლოცულობ დაღუპულებისა და მათი ოჯახებისთვის“, - დაწერა ტრამპმა და მადლობა გადაუხადა საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს.
Capital Gazette-ს მფლობელი აშშ-ში ყველაზე დიდი ყოველდღიური გამოცემა Baltimore Sun-ია.