weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ივლისში საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება მოხდება

15:26 პარასკევი, 29 ივნისი 2018

27 ივლისის ღამეს, დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლები 21-ე საუკუნეში მთვარის ყველაზე ხანგრძლივ დაბნელებას იხილავენ. ასტრონომთა განცხადებით, სრული დაბნელება 1 საათსა და 43 წუთს გასტანს, ნაწილობრივი დაბნელება კი - 3 საათსა და 55 წუთს.

წლევანდელი დაბნელება ასე დიდხანს იმიტომ გაგრძელდება, რომ მთვარე გაივლის დედამიწის ჩრდილის ყველაზე ბნელ რეგიონში, რომელსაც უმბრას უწოდებენ.

ივლისის სავსემთვარეობა დაემთხვევა მთვარის აპოგეას, ანუ მომენტს, როდესაც მთვარე თავის ორბიტაზე დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილში იმყოფება.

მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც მთვარე, დედამიწა და მზე ერთ ხაზზე განლაგდებიან, რა დროსაც მთვარე ჩვენი პლანეტის ჩრდილქვეშ ექცევა. ივლისის შემთხვევა იქნება ყველაზე პატარა და შორეული სავსე მთვარე წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უფრო მეტი დრო დასჭირდება დედამიწის ჩრდილში გასავლელად,. შესაბამისად, ხანგრძლივი იქნება დაბნელებაც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]