weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს

14:39 შაბათი, 30 ივნისი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეკითხვას - დაუშვებს თუ არა, რომ ვაშინგტონმა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, უპასუხა - „ვნახოთ“.

დონალდ ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრაზე, რომელიც 16 ივლისს, ჰელსინკიში არის დაგეგმილი, რამდენიმე საკითხს განიხილავენ.

„ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინის შესახებ, ვისაუბრებთ სირიის შესახებ, ვისაუბრებთ არჩევნებზე - და ჩვენ არ გვინდა, რომ არჩვენებში ვინმე ერეოდეს“, - განაცხადა ტრამპმა 29 ივნისს.

რამდენიმე დღეში ტრამპი და პუტინი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან, თუმცა ეს მათი პირველი სრულფასოვანი ორმხრივი მოლაპარაკება იქნება.

პორტალ Buzzfeed-ის ინფორმაციით, დონალდ ტამპმა ივნისში, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების სამიტზე განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთია, რადგან ნახევარკუნძულზე ყველა რუსულად საუბრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]