თურქი ალ-ბინალი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ სულიერ ლიდერად მიიჩნეოდა, სირიაში, ამერიკის შეერთებული შტატების ავიაიერიშის დროს მოკლეს. ინფორმაცია ამ დრომდე პენტაგონს არ დაუდასტურებია, თუმცა ამერიკული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალ-ბინალი და კიდევ რამდენიმე ჯიჰადისტი ავიაიერიშისას დაიღუპნენ.
თურქი ალ-ბინალიმ, რომელსაც განათლება დუბაის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ოჯახი 2014 წელს მიატოვა და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. გავრცელებული ცნობით, ალ-ბინალი ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მისი გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წლიდან დღემდე 3000-ზე მეტი ქალი და მოზარდი გოგონა ტყვეობაში იმყოფება.