weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„მის სამყაროს“ კონკურსში ტრანსგენდერი ქალი პირველად მიიღებს მონაწილეობას

00:48 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

ესპანელი ანხელა პონსე პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც „მის სამყაროს“ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. 26 წლის პონსე „მის ესპანეთი - 2018“ გახდა და „მის სამყაროში“ მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„სამყაროს წინაშე ესპანეთის სახელის და ფერების წარდგენა ჩემი უდიდესი ოცნება იყო. ჩემი მიზანია გავავრცელო მესიჯი ინკლუზიის, პატივისცემისა და მრავალფეროვნების შესახებ არა მხოლოდ ლგბტქ თემისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - დაწერა ანხელა პონსემ Instagram-ზე.

„მის სამყაროს“ კონკურსში მონაწილეობის უფლება ტრანსგენდერმა ქალებმა 5 წლის წინ მოიპოვეს. 2012 წელს კანადელ ჯენა ტალაკოვას კონკურსში მონაწილეობაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ტრანსგენდერია. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, მომდევნო წელს კი დაწესებული აკრძალვა გააუქმეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]