„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 3 ადამიანი მოკლეს. პოლიცია მომხდარს ტერაქტად აფასებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთს დახმარება შესთავაზა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასოდეს მდგარა დიდი ბრიტანეთის გვერდით ისე, როგორც ახლა. ტერორისტული თავდასხმების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვეში დიდი ბრიტანეთში სამი ტერაქტი მოხდა. ბოლოს, 22 მაისს მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.