weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

13:45 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018

მას შემდეგ, რაც კაცობრიობა კლიმატის მონაცემებს აღრიცხავს, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მრავალ ადგილას ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. უკანასკნელ კვირაში ნახევარსფეროს მასშტაბით მიმოფანტული თბოტევადობისა და ე.წ. სიცხის გუმბათების წყალობით, მრავალ ზონაში ტემპერატურამ გაუსაძლისად მაღალ ნიშნულს მიაღწია.

რეკორდული სიცხეების კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ ანომალი გლობალურ დათბობას უკავშირდებოდეს.

ტემპერატურის უმაღლესი ნიშნულები წინა კვირაში მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

ჩრდილოეთ ამერიკა

28 ივნისს, დენვერში ტემპერატურამ ყველა დროის რეკორდულ მაჩვენებელს, 40.5 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

2 ივლისს, მონრეალში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ბოლო 147 წლის განმავლობაში -  36.6 გრადუსი ცელსიუსი.

1-ელ ივლისს, ოტავაში ტენიანობისა და სიცხის უკიდურესად მაღალი კომბინაცია დაფიქსირდა.

ევროპა

28 ივნისს, შოტლანდიაში, გლაზგოს სიახლოვეს, ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს, 33.2 გრადუსს მიაღწია.

28 ივნისს, რეკორდები დამყარდა ირლანდიაშიც: ბელფასტი 29.5 °C, შენონი 32 °C, კასლდერგი 30.1 °C.

2 ივლისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ტემპერატურამ ივლისის რეკორდულ ნიშნულს, 42°C-ს მიაღწია.

საერთო ჯამში, გასული 15 თვის განმავლობაში, დედამიწაზე დაფიქსირებულია სიცხის მრავალი რეკორდი. ადამიანთა საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდა პლანეტას სულ უფრო აცხელებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]