weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო ოპერაციისას თურქეთში 400-ზე მეტი პირი დააკავეს

09:25 ორშაბათი, 06 თებერვალი 2017

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ოფიციალური განცხადებით, ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ქონის გამო თურქეთის ანტი-ტერორისტულმა პოლიციამ 440-ზე მეტი პირი დააკავა.

ISIS-თან ბრძოლის ფარგლებში დაკავებული ადამიანების ეს რიცხვი, ყველაზე მაღალი რაოდენობაა თურქეთში.

სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 60 პირი, მათი უმრავლესობა უცხოეთის მოქალაქე, 5 თებერვალს დილით ადრე დააპატიმრეს ანკარაში, 150-მდე პირი კი - სირიის საზღვართან ახლოს. გამთენიისას ჩატარებულმა ოპერაციამ მოიცვა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის სტამბოლი. გავრცელებული ცნობებით, 9 ეჭვმიტანილი ქალაქ იზმირში გეგმავდა თავდასხმის მოწყობას.

თურქეთმა ანტიტერორისტული მუშაობა მას შემდეგ გააძლიერა, რაც ქვეყანაში იყო გადატრიალების მცდელობა და ათობით სისხლიანი თავდასხმა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“, ან ქურთული ძალების ექსტრემისტებს უკავშირდება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]