weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იაპონიაში ექსტრემისტული სექტის დამფუძნებელი სიკვდილით დასაჯეს

16:35 პარასკევი, 06 ივლისი 2018

იაპონიაში ექსტრემისტული სექტა „აუმ შინრიკიოს“ იგივე „ალეფის“ დამფუძნებლის, შოკო ასაჰარასა და სექტის კიდევ სამი წევრისთვის 14 წლის წინ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს. ისინი ბრალდებულნი იყვნენ 1995 წელს, ტოკიოს მეტროში მომწავლელ გაზ „ზარინის“ გამოყენებით 13 ადამიანის მკვლელობაში. თავდასხმის შედეგად მოიწამლა კიდევ 6 ათასზე მეტი ადამიანი.

2004 წელს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ადვოკატებმა ყველა ინსტანციაში გაასაჩივრეს და მივიდნენ იაპონიის უზენაეს სასამართლომდეც, რომელმაც სასჯელის უმაღლესი ზომა - ჩამოხრჩობა ძალაში დატოვა. ტოკიოს მეტროზე თავდასხმის გამო სულ სექტის 200-ზე მეტი წევრი გაასამართლეს . მათ ნაწილს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

შოკო ასაჰარამ იგივე ჩიზუო მაცუმოტომ „აუმ შინრიკიო“, როგორც რელიგიური სექტა, 1984 წელს დააფუძნა. სხვადასხვა მონაცემით, სექტაში გაწევრიანებული იყო 30 000-50 000 ადამიანი. სექტა ქადაგებდა სამყაროს აღსასრულს და ამტკიცებდა, რომ მხოლოდ „აუმ შინრიკიოს“ წევრები გადარჩებოდნენ. მოგვიანებით, სექტა ძალადობრივ დაჯგუფებად გადაიქცა, რომელიც მოწინააღმდეგეებს ფიზიკურად უსწორდებოდა.

შოკო ასაჰარას საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავდა რუსეთშიც, რომელმაცთ ავის ტერიტორიაზე „ალეფის“ საქმიანობა სხვა არაერთი ქვეყნის მსგავსად აკრძალა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]