დასავლეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გაუქმებული ტაძრის აღდგენა არქივში დაცული ფოტოებისა და ნახატების მიხედვით მოხდა.
კრეისერ „ავრორას“ მშენებლობა სანქტ-პეტერბურგში 1903 წელს დასრულდა. გემის ეკიპაჟი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, რუსეთის სამოქალაქო ომში, პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. 1957 წლიდან გემზე მუზეუმია განთავსებული და გამოცხადებულია რუსეთის კულტურულ მემკვიდრეობად.