კიდევ ერთი ვერსიით, ბლოგერები ჩანჩქერთან სეირნობდნენ, როდესაც სკრეიპერი წყალში ჩავარდა, მის დასახმარებლად ბიჭები ჩავიდნენ, თუმცა სწრაფ დინებასთან გამკლავება ვერ შეძლეს და წყალში ჩავარდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იყო, რომელიც მაშველების დასაძახებლად გაიქცა.
ბლოგერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ და YouTube-ის საკუთარ არხზე - „High On Life“ ვიდეოებს აქვეყნებდნენ. პროექტი ვანკუვერის მაცხვრებლებმა, გემბელიმ და ლიახმა 2012 წელს, ერთ-ერთი მოგზაურობის დროს დაიწყეს.