34 წლის მარკ ცუკერბერგი უმდიდრესი ადამიანების სამეულში Facebook-ის აქციების 2.5%-ით გაძვირების შედეგად მოხვდა. აქციების ფასმა პარასკევს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ცუკერბერგის ქონებამ კი 81.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამ დრომდე ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილზე საინვესტიციო ფონდის Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელი 87 წლის უორენ ბაფეტი იყო.