weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტაილანდის დატბორილი გამოქვაბულიდან მაშველებს ბავშვები გამოჰყავთ

19:25 კვირა, 08 ივლისი 2018

ტაილანდის დატბორილი გამოქვაბულიდან უკვე გამოიყვანეს ოთხი ბავშვი, რომლებმაც თანაგუნდელებთან და 25 წლის მწვრთნელთან ერთად იქ ორი კვირა გაატარეს. სამაშველო სამუშაოები საფეხბურთო გუნდის დანარჩენი რვა წევრისა და მწვრთნელის გადასარჩენად გრძელდება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, გამოქვაბულიდან გამოყვანილი ბავშვები იქვე გახსნილ საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნეს.

გამოქვაბულში 11-დან 16 წლამდე ბავშვები იმყოფებიან, რომლებმაც ცურვა არ იციან. ამიტომ, სამაშველო ოპერაციის დაწყებამდე მათ აკვალანგის გამოყენება ასწავლეს. სამაშველო ღონისძიებები დღეს დაჩქარდა, რადგან არსებობს გამოქვაბულის სრულად დატბორვის საფრთხე.

ახალგაზრდა ფეხბურთელები მწვრთნელთან ერთად 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი გამოქვაბულის კომპლექსში ექსკურსიაზე იყვნენ, რა დროსაც, ძლიერი წვიმების გამო, გამოქვაბულში წყლის დაგროვება დაიწყო და იძულებულნი გახდნენ გამოქვაბულის სიღრმეში შესულიყვნენ. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად სამუშაოები 10 დღე გრძელდებოდა და 2 ივლისს დასრულდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვები და მწვრთნელი შემაღლებულ ადგილზე, გამოქვაბულის შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით იყვნენ. 13-ვე ადამიანი ცოცხალი და უვნებელია, თუმცა შიმშილისა და სიბნელეში ყოფნის გამო დასუსტებულები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]