BBC-ის ინფორმაციით, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი მიეტოვებინა. სტიქიას ყველაზე დიდი მსხვერპლი ჰიროსიმას და ეჰიმეს პრეფექტურებში მოჰყვა. წყალდიდობის შედეგად დატბორილია ასობით სახლი.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს განცხადებით, სამძებრო და სამაშველო სამუშაოებისთვის 54 000 ადამიანია მობილიზებული.