weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

19:38 ორშაბათი, 09 ივლისი 2018

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა. The Guardian-ის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ ბორის ჯონსონის მიმართვა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დღეს დააკმაყოფილა და გაწეული საქმიანობისთვის მას მადლობა გადაუხადა.

ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება უკავშირდება დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის გეგმის მიღებას. ამის გამო თანამდებობა დატოვა დევიდ დევისმა, რომელიც „ბრექსიტის“ საკითხებში მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ჯონსონი და დევისი აკრიტიკებდნენ ე.წ. რბილ ბრექსიტს, რომელიც საბოლოო ჯამში მთავრობამ მოიწონა. გეგმა ითვალისწინებს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შენარჩუნებას და გამარტივებული საბაჭო პროცედურის შემუშავებას.

ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2016 წლიდან იკავდებდა. ის ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ერთ-ერთი სახე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]